დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

28 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 11 ადამიან გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 758-ს. ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 108-ია.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა — 16, იმერეთი — 31, ქვემო ქართლი — 8, შიდა ქართლი — 14, გურია — 6, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 17, კახეთი — 16, მცხეთა-მთიანეთი — 7, სამცხე-ჯავახეთი — 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.

171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 323 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 7 065 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: