ის რაც ვახო სანაიას წინააღმდეგ მოხდა, მაგალითია, როგორ მუშაობს ხელისუფლების რიტორიკა — საია-ს თავმჯდომარე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა არის მაგალითი, როგორ ცუდად შეიძლება იმოქმედოს ხელისუფლების რიტორიკამ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ჟურნალისტებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მან პლატფორმა Clubhouse-ის On.ge-ს ოთახში ისაუბრა.
"ის რაც ვახო სანაიას წინააღმდეგ მოხდა, იყო ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება ცუდად იმუშაოს ხელისუფლების რიტორიკამ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ [...] დღეს ვნახეთ ისიც, რომ უკვე ხელისუფლება კი არა მხოლოდ, სამწუხაროდ, უკვე სასულიერო პირებიც, კონკრეტულ ტელევიზიებზე ამბობენ, რომ ნუ ისინი ეშმაკის მსახურები არიან. რა თქმა უნდა, ასეთი მოწოდებები საჯარო პირებისგან, ასეთი კომენტარები, საბოლოო ჯამში, მოქმედებს საზოგადოებრივ გარკვეულ ნაწილზე. ეს საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ ისინი [ჟურნალისტები] არიან მტრები — მტრები დემოკრატული საზოგადოებისა, მტრები ხალხის და საბოლოო ჯამში ვენ ვიღებთ ასეთ შედეგებს", — აცხადებს სიმონიშვილი.
საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებობს დაუსჯელობის სინდრომი ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაში. მან გაიხსენა მაგალითებიც, როცა სახელმწიფო არათუ იცავს ჟურნალისტებს, არამე თავად ესხმის თავს.
"დაუსჯელობის სინდრომი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს არასწორი რეაგირების ბევრი მაგალითი. შემიძლია რამდენიმე გავიხსენო — მაგალითად, 20-21 ივნისის მოვლენები: ჟურნალისტებს დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს. საიას არაერთი ჟურნალისტის საქმე აქვს წარმოებაში, მათ შორის არიან On.ge-ს ჟურნალისტებიც. ამ საქმეებში გამოძიება არ იძვრის, წინ არ მიდის. შედეგს ერ ვხედავთ, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ეს არის რომ არაეფექტური გამოძიებისთვის უნდა ვუჩივლოთ სტრასბურგში სახელმწიფოს", — ამბობს სიმონიშვილი.
იურისტი საუბრობს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლზე, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ნიკა სიმონიშვილის თქმით, ამ მუხლით საქმეები ან საერთოდ არ იწყება, ან იწყება, მაგრამ, არ სრულდება გამოძიება.
"აქ არის ორი მომენტი: ერთი ის რომ ამ მუხლით გამოძიება დაიწყონ და მეორე, რომ ამ მუხლით დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ. 20-21 ივნისის საქმეებზე ამ მუხლითაა დაწყებულია გამოძიება, მაგრამ, არ მიდის საქმეები ბოლომდე.
ხელსუფება ამაყობს, რომ მე არ მაქვს 154-ე მუხლით შედეგები, ანუ არავისთვის ასე ხელი არ შეუშლიათ. აქ საამაყო არაფერი არ არის. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არ ხდება, უბრალოდ ხელისუფლება ამას არ იძიებს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა", — განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.
25 თებერვლის ქადაგებისას, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მთავარი არხის, TV პირველისა და ფორმულას ჟურნალისტები "სატანის მიკროფონებად" მოიხსენია.
გაეცანით ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს ვახო სანაიას საქმეზე:
- კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით — ვოლსკი სანაიაზე თავდასხმის შემდეგ მედიას
- არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა — ბოჭორიშვილი სანაიაზე თავდასხმაზე
- ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას — თალაკვაძე
- მდინარაძის თქმით, ძალადობა ადამიანის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია
- სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური — ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე
- შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება, რომ ძალადობა მიუღებელია — კალაძე სანიაზე თავდასხმაზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები