პანდემიისგან გამოწვეული ჩაკეტვების გამო, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სპორტდარბაზი დაიკეტა. ადამიანებს სახლში ვარჯიში უწევთ. შესაბამისად, სპეციალურ სავარჯიშო აპლიკაციებზე მოთხოვნამ იმატა. თუმცა, აპლიკაციებთან ერთად, არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს ოთახს ნამდვილ სპორტდარბაზად აქცევენ.

დიახ, სახლში ვარჯიში ასეთი კომფორტული არასდროს ყოფილა, ეს ყველაფერი კი ტექნოლოგიური "მაგიის" ხარჯზე. ცოცხალი ვარჯიშის პროცესი, სენსორული ეკრანი, ჩამონტაჟებული კამერები და ეს ყველაფერი ერთ სისტემაში, ჭკვიანი ფიტნეს აღჭურვილობის ნაწილია.

ასეთი ვარჯიშისთვის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტი, ჭკვიანი ფიტნეს სარკეებია.

"სარკევ, სარკევ, მითხარი ვინ არის ყველაზე ლამაზი?!" — ამ შეკითხვაზე, ინოვაციურ სარკეებს შემდეგი პასუხი აქვთ, "ივარჯიშე და თავად დაინახავ."

კომპანია The Mirror და Echelon Reflect ინოვაციურ სარკეებს გვთავაზობენ. სარკის დამონტაჟება ჩვეულებრივ კედელზე შეგიძლიათ. რაც შეეხება არჩევანს, ის მრავალფეროვანია, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ კრივით, კარდიო თუ წონითი ვარჯიშით, იოგით და სხვა ნებისმიერი ვარჯიშით.

რაც მთავარია, ამ საქმეში თქვენ მარტო არ იქნებით. სარკეში ინსტრუქტორიც ჩანს, რომელიც გითითებთ თუ როგორ ივარჯიშოთ სწორად. მეტიც, ვარჯიშის პროცესში, სარკეზე თქვენი შედეგები ისახება, ბევრ მნიშვნელოვან დეტალთან ერთად, ხედავთ თუ რამდენი კალორია დაწვით და როგორია საშუალო გულისცემა.

ჭკვიან სარკეს სმარტფონით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და დისტანციურად შეცვალოთ როგორც სავარჯიშო პროგრამა, ისე სხვა მონაცემები. ეს ვარჯიშის პროცესს კიდევ უფრო ინტერაქციულს ხდის.

ვისაც პროგრამულად უზრუნველყოფილი ინსტრუქტორი არ გაკმაყოფილებთ, თქვენთვის ცოცხალი ვარჯიშის კლასებიც არსებობს. ისინი დღის გარკვეულ დროს არის ჩანიშნული და მასზე დასწრება უპრობლემოდ შეგიძლიათ.

"როდესაც ჩვენს სარკეში ჩაიხედავთ, თქვენ არა მარტო აწმყოს, არამედ გაძლიერების პოტენციალს დაინახავთ." — ამბობენ შემქმნელები და რთულია არ დაეთანხმო. ეს მართლაც ჰგავს მაგიურ სარკეს, სადაც ჩვენი გამოსახულების გარდა, მთელი სამყაროა.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.