ლელო-საქართელოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება. ხაზარაძის თქმით, რუსთაველის შესაძლო გადაკეტვის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

"რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ მას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ ერთ პრობლემას სხვა პრობლემები არ უნდა დავუმატოთ. იმედი მაქვს, რომ საერთოდ ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და ისინი მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში", — განაცხადა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

მოძრაობა საქართველოსთვის ხელისუფლებას 2 კვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას აპირებს. ისინი მოითხოვენ:

  • დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები;
  • შეწყდეს პოლიტიკური დევნია და
  • გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

26 თებერვალს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. მელიას გათავისუფლების გარდა, ოპოზიციის ლიდერებმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და ნიკა რურუას გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს.

გაიგეთ მეტი: