5 სიახლე, რომელიც საქართველოს ბანკის სულ ახალ ბიზნეს მობილბანკში დაგხვდება
როგორ დაახასიათებდით ეპოქას, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ? ალბათ, იტყოდით, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპია მისი მთავარი ნიშანი და არც შეცდებოდით. ამის მიზეზი ტექნოლოგიური პროგრესია. ყველაფერი, რასაც აქამდე სხვადასხვა მოწყობილობით ვაკეთებდით, სმარტფონში გაერთიანდა. მუშაობა, სწავლა, ბიზნესის მართვა მობილურითაა შესაძლებელი და მით უფრო ახლა, როცა მოულოდნელმა ცვლილებებმა ყველას გაციფრულებისკენ გვიბიძგა, სისწრაფე და ონლაინ ყოფნა საქმის წარმატებით კეთების საფუძველი გახდა.
არც ბიზნესის ნებისმიერი ადგილიდან მართვაა მომავლის სცენარი. საქართველოს ბანკის სულ ახალი ბიზნეს მობილბანკით ბიზნეს ოპერაციების შესრულებას სასურველი ადგილიდან შეძლებთ. ამ სტატიაში ხუთ მთავარ სიახლეზე მოგიყვებით, რომელიც საქართველოს ბანკის ახალ ბიზნეს მობილბანკში დაგხვდებათ.
1. ანგარიშების მართვა
ბიზნესის მფლობელები ხშირად მოგზაურობენ, ამიტომ საქმის დისტანციურად მართვა მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მათი ყოველდღიურობის ნაწილია, აკონტროლონ ფინანსური ანგარიშები, ჩარიცხვები ან ნახონ, აქვთ თუ არა ვალდებულებები. ამისათვის კომპიუტერზე წვდომა ან ბანკში მისვლა საჭირო სულაც აღარაა. ახალი ბიზნეს მობილბანკის ანგარიშების მართვის ფუნქციონალში მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, შეამოწმოს როგორც მიმდინარე ანგარიში, ასევე თანხები, დეპოზიტები, ვალდებულებები და ბარათები.
2. გადარიცხვები
თუ ბიზნესთან ერთხელ მაინც გქონიათ შეხება, მიხვდებოდით, რომ მისი მართვა უამრავი წვრილმანი და რუტინული საქმისგან შედგება. მათ შორისაა თანხის გადარიცხვაც, რომელიც ახალი ბიზნეს მობილბანკით უკვე ძალიან მოსახერხებელია. ამ ფუნქციონალით გადარიცხვების განხორციელება, მათ შორის საბიუჯეტო გადასახადების გადახდა საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი როგორც ლარში, ასევე დოლარში.
3. დოკუმენტების დადასტურება
ბიზნესის მმართველებს ყოველდღიურად მრავალ დოკუმენტზე უწევთ ხელის მოწერა, ხშირად — საჩქაროდაც. ამიტომაც მაშინ, როცა ისინი სხვადასხვა შეხვედრას დაესწრებიან, მივლინებაში წავლენ ან უბრალოდ ოფისში არ იქნებიან, დოკუმენტების დადასტურება უკვე მობილურიდან შეეძლებათ. ბიზნეს მობილბანკის დოკუმენტების დადასტურების ფუნქციონალი საგრძნობლად ზოგავს დროს და ამარტივებს პროცესებს. ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შექმნილი ყველა ტიპის ოპერაციის ხელმოწერა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი.
4. კონვერტაცია
სულ ახალ ბიზნეს მობილბანკს კიდევ ერთი გამორჩეული ფუნქცია აქვს. კონვერტაციის ფუნქცნიონალით ვალუტის კურსის შემოწმებაა შესაძლებელი. რაც მთავარია, თანხის გადაცვლაზე ბიზნესები შეღავათიანი პირობებითაც ისარგებლებენ.
5. პარამეტრების მორგება
ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლებს პირადი მონაცემების შეცვლის, ავტორიზაციის პროცესის შერჩევის ან დიზაინის სასურველი რეჟიმის დაყენების საშუალებასაც აძლევს. მუქი ან ღია ფერის დიზაინი, პინკოდით ან Face ID-ით ავტორიზაცია, საკომუნიკაციო ენის შეცვლა და სხვა ფუნქციები აპლიკაციით სარგებლობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.
ერთი სიტყვით, სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი ბიზნესის მართვის უნივერსალური აპლიკაცია ხდება, რადგან მისი საშუალებით მიიღებთ ამონაწერს თანხებზე, ნახავთ არსებული სესხების, ანაბრების დეტალებს, დააყენებთ პინკოდს ან ბიომეტრიულ ავტორიზაციას მეტი უსაფრთხოებისთვის, გადარიცხავთ თანხას და სხვა მრავალი ფუნქციით ისარგებლებთ. რაც მთავარია, მისი აქტივაცია უფასოა და მომსახურების საკომისიოს არ საჭიროებს.
გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკის მობილური აპლიკაცია:
Android-ისთვის
iOS-ისთვის
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები