ევროკომუნიკატორი, რომლის მისიაც მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, ვიდეო კოლაჟს ავრცელებს ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის შორეული პერსპექტივა იყო.

  • დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ საქართველო ვერც ნატოს წევრი გახდება და ვერც ვიზალიბერალიზაციას მიიღებს ევროკავშირისგან;
  • პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი მაღლაკელიძე ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოზე უფრო მოკლე ვადებში მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას;
  • პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი მიიჩნევდა, რომ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ოდესმე მიიღებდნენ, მაგალითად "შვიდშაბათს".

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაცია ძალაში სავარაუდოდ 29 მარტს შევა. ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის 2 თებერვალს დაუჭირა მხარი.

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობისთვის?