ბოლო საათების განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით და უკვე საქართველოშიც, Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ მომხმარებლები Downdetector-ზე წერენ. როგორც პლატფორმაზე ვხედავთ, მომხმარებელთა 56%-ს გზავნილების მიღების პრობლემა აქვს, 32% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 11% მესენჯერში შესვლის სიძნელეზე მიუთითებს.

აღნიშნულ შეფერხებასთან დაკავშირებით Facebook-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.