მრავალეროვანი საქართველო მთავრობას მოუწოდებს, გამოწვევებზე რეაგირებისას არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს
მრავალეროვანი საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და გამოწვევებზე რეაგირების შემთხვევაში არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს.
ისინი, ასევე, მოუწოდებენ ყველა მხარეს თავი შეიკავონ პროცესების ძალადობრივი ფორმებით წარმართვისგან და დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს, რათა არ დაუშვან სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.
"აშკარაა, რომ მზარდი სოციალური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, საზოგადოების პოლარიზაცია და მწვავე პოლიტიკური კრიზისი, სავალალო შედეგის მომტანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე, რაც ქვეყნის პრინციპული არჩევანია. არსებული კონფრონტაციული გარემო, საფრთხეების შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორთა მიერ გამოთქმულმა შეშფოთებამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა", — აცხადებენ ისინი.
ქვეყანაში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ გაამწვავა.
მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.
- ენმ-ს ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს — აპატურაი
- დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და უკან სვლაზე უარის თქმისკენ — რასმუსენი
- ლუკ კოფი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჩართვას ითხოვს
- უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია, კრემლი აკვირდება — ჰოჯესი მელიას დაკავებაზე
- ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივი შტურმის მიტანას
- ნავალნის დაკავება იყო პირველი ტესტი, მიანმარი მეორე, საქართველო მესამეა, ბაიდენს შეუძლია გავლენის მოხდენა — მაკფოლი
- ძალიან სევდიანი დღე საქართველოში — იან კელი ენმ-ს ოფისში სპეცოპერაციაზე
- საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ — ლიეტუვის ელჩი
- დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს — პავილიონისი მელიას დაკავებაზე
- უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში — კარლ ბილდტი
- ეროვნული შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს — გერმანელი პარლამენტარი
23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
კომენტარები