ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მოუწოდა, თავიანთი საქმე აკეთონ და ქვეყნის საზღვრები დაიცვან.

"როგორც სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენელი, პრემიერმინისტრი, ვუბრძანებ ყველა ჯარისკაცს, ოფიცერსა და შეიარაღებული ძალების გენერლებს: ბატონებო, თქვენი საქმე აკეთეთ — დაიცავით ქვეყნის საზღვრები და ტერიტორიული სუვერენიტეტი. ეს ჩემი ბრძანებაა და ვერავინ გაბედავს მის დარღვევას", — განაცხადა ფაშინიანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გენშტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და ხაზი გაუსვა, რომ სამხედროები პოლიტიკაში ჩართულნი არ უნდა იყვნენ. გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ან ხელი უნდა მოაწეროს გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლებას ან ეს უკანასკნელი თვითონ უნდა გადადგეს.

24 თებერვალს ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატრიანი გაათავისუფლა. მეორე დღეს გენერალურმა შტაბმა პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომა მითხოვეს. პრემიერმა გენშტაბის განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერები შეკრიბა.