თანამედროვე ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რეალიზება, რისთვისაც შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობაა საჭირო. აუცილებელია ისეთი პროფესიის არჩევა, რომელიც მოთხოვნადია დღეს და მომავალშიც იქნება. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა.

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც განათლების ალტერნატიულ სივრცეს, არატრადიციულ, ინოვაციურ ჰაბს. სახელწოდებაც ალტერბრიჯი ნიშნავს ხიდს განათლებიდან დასაქმებამდე და პიროვნულ განვითარებამდე. შესაბამისად, ნებისმიერ საფეხურზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწორედ ამ ღირებულების გათვალისწინებით.

რაც უფრო პრაქტიკულია ცოდნა, მით უფრო დიდია მისი რეალიზების შესაძლებლობები. სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა სწორედ მრავალმხრივი უნარების განვითარებას და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას გთავაზობთ.

ბაზრები დივერსიფიცირებულია, ძალიან ბევრი ორგანიზაცია აგზავნის საკუთარი სეგმენტისთვის მნიშვნელოვან გზავნილს და ცდილობს მოიგოს მისი გული, თუმცა რეკლამა აღარ კმარა. აუცილებელია შეიქმნას სწორი საკომუნიკაციო სტრატეგია. ნებისმიერი ზომისა და ხედვის, სამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი თანხმდება იმაზე, რომ საკუთარ აუდიტორიასთან სასაუბროდ საჭიროა სპეციალისტების ჩართულობა.

ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიას, ბრენდის მართვას, ღონისძიებების ორგანიზებას, ციფრული და ტრადიციული მედიის თავისებურებებს, სიტუაციური და კორპორაციული კრიზისების მართვას - ანუ ყველაფერს რაც კომუნიკაციის მრჩეველს, ან სპეციალისტს შეიძლება დასჭირდეს . პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ პროფესიის როლი. ადაპტირდნენ, გადარჩნენ და განვითარდნენ ის კომპანიები, რომლებსაც გამართული საკომუნიკაციო სტრატეგია აქვთ არჩეული და მაქსიმალურად მოქნილები არიან.

ალტერბრიჯი არ გაძლევთ მხოლოდ ცოდნას, ის გიქმნით შესაძლებლობებს დაინახოთ საკუთარი თავი ნებისმიერ პოზიციაზე კომუნიკაციის სფეროში და თამამად განაცხადოთ პრეტენზია პრესტიჟული სამუშაო ადგილის დაკავებაზე. გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებთ პრაქტიკოსი ლექტორებისგან, ჩამოგაყალიბებთ კონკურენტუნარიან კადრად და შეგმატებთ თავდაჯერებულობას. საქართველოს და მსოფლიოს სჭირდებით თქვენ, თანამედროვე, განათლებული და მოქნილი პროფესიონალები.