ვიდეობარათების შოვნა დღეს საკმაოდ რთულია, თუმცა AMD თავისი გეგმებიდან გადახვევას არ აპირებს. დღეს კომპანიამ ტვიტერის მეშვეობით გვამცნო, რომ მომავალ კვირას Radeon RX 6000 სერიის ახალ ვიდეობარათს ვიხილავით.

აქამდე AMD-მ 6 000 სერიის სამი ვიდეობარათი გვანახა — RX 6900 XT, RX 6800 XT და RX 6800. ეს AMD-ის პირველი ვიდეობარათები იყო Ray Tracing-ისა და Smart Access Memory-ს მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი უფლებას აძლევს პროცესორს დაუკავშირდეს ვიდეობარათის მეხსიერებას მომენტალურად.

RX 6900 XT ამ ხაზის საუკეთესო ვერსიაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ AMD მომდევნო კვირას საშუალო დონის, RX 6700-ს გვანახებს.

AMD-მ დროც სწორად შეარჩია. დღეს Nvidia-ს RTX 3060 გამოდის და მისი ფასი $329 იქნება.

ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ AMD-ის ახალი ვიდეობარათიც წარმადობით ამ დიაპაზონში იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიისგან კონკურენტუნარიან ფასსაც უნდა ველოდოთ.

AMD ვიდეობარათს ოთხშაბათს, 3 მარტს დააანონსებს.