The Late Show-ში სტუმრობისას ბილი აილიშმა გაამხილა, რომ ლოქდაუნის პერიოდში ახალი ალბომი ჩაწერა. მომღერლის კარიერა 2016 წელს დაიწყო და უკვე 5 გრემის მოპოვება შეძლო.

"კორონავირუსი რომ არა, არც კი ვიცი ალბომი როგორი იქნებოდა ან საერთოდ იქნებოდა თუ არა. არა, ვირუსზე კი არ ვმღერი, მაგრამ როცა ყველაფერი იცვლება შენც იცვლები და ამან ალბომის შექმნას შეუწყო ხელი, რის გამოც ალბათ მადლობელი უნდა ვიყო" — აღნიშნა ბილიმ.

ალბომის ჩაწერა იმ ფაქტმაც გააიოლა, რომ აილიში ძმასთან, ფინეასთან კოლაბორაციით ქმნის მუსიკას და ეს მათი ბავშვობის სახლშივე ხდება. და-ძმამ 2019 წელს გამოსული ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?-ც სახლში ჩაწერა. მომღერალმა ბოლო ორ წელში სულ 4 სიმღერა გაავრცელა. მისი ბოლო ჩანაწერი Lo Vas A Olvidar არის, რომელიც ესპანელ მომღერალ როზალიასთან დუეტია.