უახლოეს მომავალში ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის გამოსაუხლებით საფოსტო მარკა მიმოქცევაში ჩაეშვება. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მარკის ესკიზი უკვე დამტკიცებულია.

საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და, მარო მაყაშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან 1921 წლის თებერვალში დაიღუპა.

დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.