თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის, აანგის ისტორია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური სერიალია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი მაყურებელმა პირველად 16 წლის წინ იხილა, ავატარის პოპულარულობა სულ უფრო იზრდება, რაც გამორჩეული ისტორიისა და საოცარი პერსონაჟების დამსახურებაა. ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის შემდეგ ავატარი: ლეგენდა კორაზეც ვიხილეთ, რომელიც თავდაპირველი ისტორიის გაგრძელებასა და ახალი ავატარის ისტორიას გვიყვება.

ანიმაციური სერიალის გულშემატკივრების სასიხარულოდ, Nickelodeon-მა ახალი პლატფორმის, Avatar Studios-ის გამოშვება დაანონსა, რომელიც ავატარის სამყაროს მიხედვით ახალ ნამუშევრების შექმნას გვპირდება. Avatar Studios Paramount+-სა და Nickelodeon-ის გარდა, სხვა პლატფორმებთანაც ითანამშრომლებს.

სტუდიას ანიმაციური სერიალის შემქმნელები, მაიკლ დიმარტინო და ბრაიან კონიეცკო Nickelodeon-ის პრეზიდენტის ზედამხედველობით უხელმძღვანელებენ. სტუდიის პირველი პროექტი ავატარის სამყაროს შესახებ გადაღებული ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზე მუშაობაც წელს დაიწყება.

ჯერჯერობით ახალი ფილმის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ავატარის გულშემატკივრებს საოცარი სამყაროს ხელახლა აღმოჩენის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცათ.