დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 470 პირი.

პანდემიის დაწყების დღიდან დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს, ხოლო 3 475 პაციენტი გარდაიცვალა.

ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა — 25, იმერეთი — 43, ქვემო ქართლი — 5, შიდა ქართლი — 33, გურია — 26, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 36, კახეთი — 18, მცხეთა-მთიანეთი — 0, სამცხე-ჯავახეთი — 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 9.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 302 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: