ლელოს გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციას არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური სცენარი სურს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ არ გვინდა რევოლუციური სცენარი. ჩვენ გვინდა ევოლუციური სცენარი. ჩვენ გვინდა სცენარი, როდესაც ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა არ ცდილობს გაანადგუროს მის წინ მყოფი ძალა. ჩვენ ეს პრაქტიკა უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში, სხვაგვარად ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ სურს ქართული ოცნების განადგურება, არამედ მისი "ლეგალურ სივრცეში დაბრუნება.