10 საინტერესო ფაქტი, რომელიც ჩაის ყველა მოყვარულმა უნდა იცოდეს
თუ დილას ფინჯანი ჩაით ხელში იწყებ, მარტო ნამდვილად არ ხარ. ჩაის არომატი უამრავი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელსაც საუცხოო გემოს გარდა, ხანგრძლივი ისტორია და უამრავი სამკურნალო თვისებაც აქვს. თუ ჩაის არომატით ტკბობა და მისი სასარგებლო თვისებების საკუთარ თავზე გამოცდა გინდა, ჩაიმანიას მაღაზიას ან ვებგვერდს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან აქ საყვარელ გემოს ჩაის ნებისმიერი მოყვარული აღმოაჩენს.
სანამ წყალი ადუღდება და ოთახი ჩაის სურნელში ჩაიძირება, მოასწარი შენი საყვარელი სასმელის შესახებ 10 საინტერესო ფაქტის წაკითხვა.
1. ჩაის ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულში მიირთმევდნენ
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, როდესაც ჩინეთის იმპერატორი შენ ნანგი ბაღში წყალს ადუღებდა, ჭურჭელში შემთხვევით ჩაის ფოთოლი ჩავარდა. იმპერატორს სასმელი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, უცნაური მცენარე კარგად შეესწავლა. ამის შემდეგ მან ჩაის სამკურნალო თვისებებიც აღმოაჩინა.
2. ჩაის ერთჯერადი პაკეტები მე-20 საუკუნეში გავრცელდა
ერთჯერადი პაკეტების დამზადების იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა. ჩაის პაკეტების გავრცელება ამერიკელი ბიზნესმენის, ტომას სალივანის სახელს უკავშირდება. მან თავის კლიენტებს ჩაი გასასინჯად სწორედ ერთჯერად შეფუთვებში გაუგზავნა. ამ ხერხმა პოპულარულობა მალევე მოიპოვა და ჩაის სმის კულტურის განუყოფელი ნაწილიც გახდა.
3. შავი და მწვანე ჩაი ერთი და იმავე ფოთლებისგან მზადდება
მიუხედავად იმისა, რომ მწვანე და შავ ჩაის ერთმანეთისგან განსხვავებული გემო აქვს, ყველა სახეობის ჩაის დასამზადებლად ერთი და იგივე ფოთლები, სახელად "კამელია სინენსის" გამოიყენება. განსხვავება ფოთლების დამუშავების წესში — მათი ფერმენტაციის ხარისხშია.
4. მწვანე ჩაი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთგული მეგობარია
მწვანე ჩაი ამცირებს ორგანიზმში ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს. ამასთან, არეგულირებს წნევას და შესაძლოა, გულის დაავადებათა რისკიც შეამციროს, შესაბამისად მწვანე ჩაის შეყვარება შენს გულს განსაკუთრებით ესიამოვნება.
5. მწვანე ჩაი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
თუ წონის დაკლებით ოდესმე დაინტერესებულხარ, მაშინ მწვანე ჩაის, ალბათ, კარგად იცნობ. მიჩნეულია, რომ მწვანე ჩაი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, წონის დაკლებასაც უწყობს ხელს.
6. გვირილის ჩაი — სტრესისა და უძილობის წამალი
თუ ოდესმე უძილობის, გადატვირთული რეჟიმისა თუ სტრესის გამო დაგიჩივლია, გვირილის ჩაის დალევას, ალბათ, ერთი ადამიანი მაინც შემოგთავაზებდა. გვირილის ჩაის შემადგენლობაში შედის აპიგენინი-ანტიოქსიდანტი, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე, ამცირებს სტრესს და ჩაძინებაშიც გეხმარება.
7. თეთრი ჩაი შენს კბილებზე იზრუნებს
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ჩაი ჩაის ძირითადი სახეობებიდან ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული, მისი შეძენა მაღაზიაში მაინც შეგიძლია. თეთრი ჩაის შემადგენლობაში ფთორიდი, ტანინები და კატექინი შედის. აღნიშნული შემადგენლობის წყალობით, თეთრი ჩაი კბილების სიმაგრეს უწყობს ხელს და შესაძლოა, შაქრისა და მჟავისგან მათი დაცვაც უზრუნველყოს.
8. მეცადინეობისას ან მუშაობისას შავი ჩაი შენი ერთგული მეგობარი იქნება
თუ სამუშაო მაგიდასთან მჯდომს ყურადღების მოკრება და მომდევნო გვერდის წაკითხვა გიჭირს, სჯობს შავი ჩაი მოიმზადო. შავი ჩაი კოფეინს შეიცავს, რომელიც ყურადღების მოკრებაში დაგეხმარება. შავი ჩაი აუმჯობესებს ახალი ინფორმაციის მიღებასა და ათვისებას, გავსებს ენერგიითა და მუშაობის გაგრძელების ენთუზიაზმით.
9.მატჩა — შენი უჯრედების მამაცი მცველი
მატჩა ყველაზე მაღალხარისხიანი მწვანე ჩაის ფხვნილია, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. ის ჩაის ფოთოლში არსებულ საკვები ნივთიერებების ერთგვარი საბადოა. აღსანიშნავია, რომ მატჩა დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ჩვენი უჯრედების მამაცი მცველია.
10. ჩაის მომზადების წესი სახეობების მიხედვით განსხვავებულია
ჩაის მომზადების უნიკალური მეთოდი მდუღარე წყლის დასხმა როდია: ჩაის თითოეული სახეობის მოსამზადებლად წყლის განსხვავებული ტემპერატურაა საჭირო. მაგალითად, თეთრი ჩაის დასაყენებლად 65-75°, ხილის ჩაის მოსამზადებლად კი — 100°-ია საჭირო. მწვანე ჩაის მოსამზადებლად ოპტიმალურია 75-85°, შავი ჩაის შემთხვევაში კი — 85-95°.
თუ ამ სტატიამ ჩაის დალევა მოგანდომა, დროა, ჩაიმანიას მაღაზიას ან ვებგვერდს ესტუმრო. ჩაიმანია ჩაის, ყავის, ჭურჭლისა და ტკბილეულის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის გარდა, ძველი ინგლისური სტილითაც მოგხიბლავს. მაღაზიებში 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი და ჩაისებრი სასმელები მთელი მსოფლიოდანაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩაიმანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს და სტარტაპებს მაღაზიათა ქსელში თავიანთი ნაწარმის წარდგენის შესაძლებლობასაც აძლევს. ჩაიმანია დაგეხმარება, მსოფლიოსა და მშობლიური არომატები სახლიდან გაუსვლელად, საკუთარ ფინჯანში აღმოაჩინო.
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
კომენტარები