ესპანეთში ფაშისტი დიქტატორის, გენერალ ფრანცისკო ფრანკოს ბოლო ქანდაკება აიღეს. აფრიკაში მდებარე ესპანურმა ანკლავა მელილამ ძეგლის აღებისთვის კენჭისყრა ჩაატარა. მხოლოდ ულტრა-მემარჯვენე პარტია Vox-მა არ დაუჭირა მხარი ძეგლის აღებას.

2007 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი ისტორიული მეხსიერების შესახებ, რომლის თანახმადაც დიქტატურის სიმბოლოები ეტაპობრივად უნდა მოხსნილიყო.

გენერალი ფრანკო ესპანეთს 1939-75 წლებში მართავდა. 30-იანი წლების სამოქალაქო ომში, სადაც ფრანკოს ძალებმა გაიმარჯვეს, 30 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გენერალი მადრიდთან ახლოს დაცემულთა ხეივანში დაკრძალეს, სადაც სამოქალაქო ომის დროს ათასობით დაღუპული ასვენია. მემორიალი ფრანკოს ბრძანებით აშენდა და ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულებს მიეძღვნა. მისი აგებაში დიქტატორის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელები მონაწილეობდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წელს ფრანკო დაცემულთა ხეიანიდან გადაასვენეს.

მელილას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის ელენა ფერნანდეს ტრევინოს თქმით, ფრანკოს ქანდაკების აღება ისტორიული დღეა. ამასთან, Vox-ის პარტიაში აცხადებენ, რომ ძეგლი 1978 წელს დაიდგა და მისით ხაზგასმულია ფრანკოს როლი 20-იანი წლების რიფის ომში.