სმარტფონში, სხვადასხვა აპლიკაციაში და შეტყობინებების წერისას მიჩვეულები ვართ, რომ კლავიატურის თავზე სიტყვები ჩნდება, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ. ამას Predictive text ჰქვია და ეს ფუნქცია, ძირითადად, სმარტფონებში გვხვდება.

Microsoft 365 product roadmap-ის ფარგლებში შევიტყვეთ, რომ ფუნქცია მაიკროსოფტ ოფისსაც დაიმატება და ის Google-ის Smart compose-ის მსგავსი იქნება. განახლებას, სავარაუდოდ, ამ თვეს ვიხილავთ.

"უბრალოდ, დაიწყეთ Word-ში ან Outlook-ში ბეჭდვა და შენიშნავთ, რომ გამოჩნდება სიტყვები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოთ. თუ TAB-ს დააჭერთ, ნავარაუდები მომდევნო სიტყვის გამოყენებას შეძლებთ, თუ ESC-ს დააჭერთ, შემოთავაზებული სიტყვა გაქრება", — ვკითხულობთ Microsfoft-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს Predictive text-ის გაუმჯობესება უკუკავშირის გაგზავნით შეუძლიათ, რაც პოტენციურ სიტყვებს მომხმარებლებს მოარგებს.

ამასთანავე, Microsft DICTATE ფუნქციას განაახლებს. toolbar-ში ამ ფუნქციის გამოყენება უფრო მარტივია და სხვადასხვა ენაზე text-to-speech-ს უფრო აკურატულს გახდის.