დღეს ცნობილი გახდა, რომ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები 15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ. რაც შეეხება წარმოდგენებზე მაყურებლის დასწრებას, ეს პირველი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. არც მას და არც მინისტრებს არაფერი უთქვამთ კინოთეატრებზე, ამიტომ, ჯერჯერობით უცნობია, იგივე ვადები ეხება თუ არა კინოსაც. On.ge ცდილობს ამის დაზუსტებას.