პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან აღდგება.

"უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას 15 მარტიდან", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ რეჟიმში ჩატარება ნებაყოფლობითია და გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ სასწავლებლები. მისივე თქმით, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენაც უმაღლესებისა და პროფესიულების უფლებამოსილებაა.

გაიგე მეტი: