წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი დააკავა. ადგილობრივი გუშინ გამართულ აქციაზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 187-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ძალადობასა და ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

რიონის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გუშინ იყო. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო 22 თებერვალს გადაკეტეს.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველები ეწინააღმდეგებიან. ხშირად ისინი გზას კეტავენ, კარვებს შლიან და მძიმე ტექნიკის მუშაობას ხელს უშლიან. ხშირად ისინი გზას კეტავენ, კარვებს შლიან და მძიმე ტექნიკას ხელს უშლიან მუშაობაში.