SpaceX-ის 4 300-ზე მეტი თანამშრომელი მოხალისეობრივად ჩაერთო კორონავირუსის ანტისხეულების კვლევაში, რომლის თანაავტორიც ილონ მასკი იყო.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი მარტივად გადაიტანეს, კოვიდის წინაღმდეგ იმუნიტეტი ნაკლებად გამოუმუშავდათ, ვიდრე მათ, ვინც ავადმყოფობა შედარებით მძიმედ გადაიტანა.

მკვლევართა ჯგუფმა იპოვა გარკვეული დამადასატურებელი ნიშნები იმისა, რომ არსებობს ანტისხეულების გარკვეული ზღვარი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ საკმარისია ვირუსის განმეორების თავიდან ასარიდებლად. თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ ზუსტი დონეების დადგენა ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის.

SpaceX-ის თანამაშრომლებს კვლევის შესახებ იმეილები 2020 წლის აპრილში მიუვიდათ. დაახლოებით ამ პერიოდში მასკი კორონავირუსსთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციებს ავრცელებდა.

კვლევის ფარგლებში, თანამშრომლები ყოველთვიურად აბარებდნენ სისხლს. ჩანაწერებში ავტორები აღნიშნავენ, რომ მოხალისეთა 92% მამაკაცი იყო, მათი საშუალო ასაკი 31 წელს შეადგენდა.