გერმანელი პარლამენტარის, კატია ლიკერტის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება ყველაზე ნაკლებად საჭირო ქმედება იყო.

"ოპოზიციის ლიდერის დაკავება, ზოგადად, ნაკლებადაა კარგი ნიშანი, მათ შორის, საქართველოში. მელიას დაკავება საქართველოსთვის არის ყველაზე ნაკლებად საჭირო რამ. ეროვნული შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამისათვის, ივანიშვილმა მეტი უნდა იმოქმედოს", — წერს ლიკერტი ტვიტერზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო, ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავს.