ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და გაათავისუფლოს მელია — კვირიკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია.
"იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას. ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს — საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში", — წერს კვირიკაშვილი.
დღეს სპეცრაზმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი საართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც.
გუშინ ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მანამდე ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლა შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესაც. მან განაცხადა, რომ მელია "მართლმსაჯულებას ვერ დაემალება", რადგან "კანონი უნდა აღსრულდეს".
"კიდევ ვიმეორებ, ბატონი [ნიკა] მელია, გვარს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იმალებოდეს, იგი ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს, კანონი აღსრულდება, ისე, როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში", — აღნიშნა მან.
ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე არა ერთხელ, არამედ მეორედაც ისაუბრა. მან თქვა, რომ "ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიიის თავმჯდომარეობა" და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისინი "მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ".
აღსანიშნავია, რომ მელიას დაპატიმრება სწორედ ყოფილი პრემიემინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
კომენტარები