არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, თავი შეიკავოს სისხლის ღვრისა და ძალადობრივი დარბევებისგა.

"რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად, მძიმდება დღის მანძილზე, გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას პირველ რიგში, თავი შეიკავოს სისხლის ღვრისგან, ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მათსა და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს, ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში დღეიდან. ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში", — აცხადებენ ისინი.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.