ჯილიან ანდერსონს The Crown-ის გულშემატკივრები მარგარეტ ტეტჩერის როლით უკვე კარგად იცნობენ. მსახიობი ამჯერად სერიალში The First Lady კიდევ ერთი ისტორიული ფიგურის — ელეონორა რუზველტის როლს მოირგებს.

ამერიკელი პოლიტიკური ფიგურა, დიპლომატი და აქტივისტი ელეონორა რუზველტი აშშ-ის პირველი ლედი ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით 1933-დან 1945 წლამდე იყო. ის ხშირად მართავდა პრესკონფერენციებს, წერდა ყოველდღიურ გაზეთში და რადიოში ყოველკვირეული გადაცემაც მიჰყავდა. ელეონორა რუზველტი აშშ-ის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მხარდამჭერიც იყო.

The First Lady მაყურებლებს ელეონორა რუზველტის, ბეტი ფორდისა და მიშელ ობამას პოლიტიკური და პირადი ცხოვრების შესახებ მოუყვება. ეს სამი ქალი სხვადასხვა დროს ისეთ გავლენიან პრეზიდენტებთან ერთად მართავდნენ თეთრ სახლს, როგორებიც იყვნენ ფრანკლინ რუზველტი, ჯერალდ ფორდი და ბარაკ ობამა.

ჯილიან ანდერსონთან ერთად სერიალში ოქროს გლობუსისა და ემის მფლობელი მსახიობი, ვაიოლა დევისიც მონაწილეობს, რომელიც მიშელ ობამას როლს შეასრულებს. ბეტი ფორდის როლს კი მიშელ პფაიფერი მოირგებს. აღსანიშნავია, რომ სამივე მსახიობი 2021 წლის ოქროს გლობუსზეა ნომინირებული

სერიალის სცენარზე აარონ კული მუშაობს, პროდიუსერები კი ვაიოლა დევისი და მისი ქმარი, იულიუს ტენონი იქნებიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ Showtime-ს მანამდე ისეთი წარმატებული შოუები შეუქმნია, როგორებიცაა The Affair, Shameless და Homeland.

ამავე თემაზე: