ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის შენობიდან გაყვანისას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას ცინიკურად შვილების რაოდენობაზე მიუთითა.

"შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ. სირცხვილია", — წერს ხოშტარია.

დღეს, 23 თებერვლის დილით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. პოლიცია პარტიის ოფისთან დაახლოებით 07:30 საათზე გამოჩნდა, ადგილზე იყო სპეცრაზმიც. ისინი შენობაში სხვადასხვა გზით, მათ შორის, სახურავიდან შევიდნენ, გაუშვეს გაზიც, რომლის შედეგადაც, რამდენიმა ადამიანი შეუძლოდ გახდა. ენმ-ის ოფისის პირველი სართულიდან მოქალქეების გამოყვანის შემდეგ, იქ მუშაობა შეუზღუდეს მედიასაც. მელიას დაკავების პროცესს მხოლოდ ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც თავიდანვე მასთან ერთად იმყოფებოდნენ.