NASA, ახალი როვერის, პერსევერანსის მიერ გადაღებულ მასალას კიდევ გვიზიარებს.

თავდაპირველად ნასამ მარსზე დაჯდომის პროცესის ამსახველი ვიდეო გვანახა. შემდეგ პირველი ხმოვანი ჩანაწერი მივიღეთ მარსიდან.

დღეს კი პერსევერანსმა პანორამული ხედიც გაგვიზიარა. ხედი პერსევერანსმა 20 თებერვალს გადაიღო და ის ექვსი ინდივიდუალური ფოტოსგან შედგება. ხედზე ის არეალი ჩანს, რასაც ნასას ახალი მოხეტიალე შეისწავლის და შეეცდება ცოცხალი ორგანიზმების კვალს მიაგნოს.

ნასამ მოხეტიალე ჯეზეროს კრატერზე დასვა, რადგან მეცნიერები თვლიან, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მარსზე, რათა უძველეს ცოცხალ ორგანიზმთა კვალს მიაკვლიოონ.