ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ნაციონლური მოძრაობის ოფისში პოლიციის სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. იგი მოუწოდებს ორივე მხარეს თავშეკავება გამოიჩინონ.

"ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილსიში მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას გამოიჩინონ თავშეკავება და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად პოლიტიკური დიალოგი გამოიყენონ", — განაცხადა რინკევიჩმა.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.