საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ქვეყნის საკეთილდღეოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას კალინდრა ტვიტერზე ეხმაურება.

"დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში. ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ყურების ფონზე, საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები", — წერს ის ტვიტერზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.