ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას "წითელი პარტიას" უწოდებს და აცხადებს, რომ მათ კიდევ ერთხელ სცადეს ქართულ სახელმწიფოსთან დაპირისპირება. გარდა ამისა, მან შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურს ჩატარებული ოპერაციის გამო მადლობას უხდის.

"დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ", — განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.