ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე შეშფოთებას გამოთქვამს. სპეცრაზმის მიერ მელიას დაპატიმრებაზე ის ტვიტერზე წერს.

"პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას. მე როგორც კავკასიაში საქართველოს თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. საქართველოს მხარდამჭერი აქტი ჩვენ ახლახან ხელახლა წარვადგინეთ. ეს არ არის ავტომატური", — წერს ის.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი შენობაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.