Spotify საქართველოში შემოდის. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ბლოგში ვკითხულობთ. საქართველო ერთ-ერთია იმ 80-ზე მეტი ქვეყნიდან, სადაც მუსიკალური პლატფორმა შედის. როგორც ვებგვერდიდან ვიგებთ, საქართველოსა და დანარჩენ 80-ზე მეტ ქვეყანაში ეს სერვისი უახლოეს დღეებში, ოფიციალურად გახდება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Spotify-იმ ტვიტერზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

Spotify აუდიო სტრიმინგ სერვისია, ერთგვარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის უცხო აქამდეც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სერვისი საქართველოში ოფიციალურად არ მოქმედებდა, მას საქართველოს არაერთი მოქალაქე მოიხმარდა. ახლა კი საქართველო მოხვდა იმ 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც ბაზრის გაფართოების გეგმის შესაბამისად, კომპანიის სერვისი გახდება ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნების ჩამონათვალში ვხვდებით: აზერბაიჯანს, სომხეთს, ბანგლადეშს, ჩადის, პაკისტანს, ნიგერიას, რუანდას, უზბეკეთს, ზიმბაბვეს, ჰაიტის და ა.შ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.