პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა და სიღრიბისა, სხვა არავითარი კრიზისი არ არსებობს.

"მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ტყუილად ცდილობენ ჩვენი, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში იმგვარად წარმოჩენას სურათის, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო, არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ა.შ.", — განაცხადა მან.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

გაიგეთ მეტი: