8 ვარსკვლავი, რომელთა კარიერაც უსაფუძვლო ბრალდებებმა და სიძულვილმა დააზარალა
ვარსკვლავების ცხოვრება მუდმივი დაკვირვების, მათი ყველა ნაბიჯის შეფასებისა და ხშირად საჭირო კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია. კევინ სპეისის, ჯონი დეპის თუ შაია ლაბაფის გადაცდომები და ფანების საფუძვლიანი კრიტიკაც საზოგადოების მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ეს ასეც უნდა იყოს, მათი ქმედებები ხომ მრავალ ადამიანზე ახდენს გავლენას და ბევრის ცხოვრებას შეიძლება ცვლის კიდეც.
ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა ცნობადი სახეები დაუმსახურებელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევიან ხოლმე, ამის მიზეზი ხან პროგრესული ნაბიჯებია, რომლისთვისაც ხალხი მზად არ არის ან ფანების წინასწარგანწყობა. ამ სტატიაში 8 ვარსკვლავზე მოგიყვებით, რომელთა კარიერაც ჭორებმა, სიძულვილმა თუ სხვა ადამიანთა ინტერესებმა დააზარალა და თითქმის შეიწირა კიდეც.
1. კეტრინ ჰეილი
კეტრინ ჰეილს გრეის ანატომიის შემქმნელ, შონდა რაიმსთან და სცენარისტებთან უთანხმოება ჰქონდა, რადგან არ მოსწონდა მისი პერსონაჟის განვითარების გზა და ცვლილებები სურდა. იზის როლის შემსრულებელი სერიალიდან გაუშვეს და პრობლემური მსახიობის იარლიყი მიაწებეს, რაც მის კარიერაზე უარყოფითად აისახა. მსახიობი ცოტა ხნის წინ აღნიშნულ გამოცდილებაზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ რეპუტაციის შელახვა დიდ ემოციურ გამოწვევადაც ექცა.
2. ჯენეტ ჯექსონი
5 გრემის მფლობელი მომღერლის რეპუტაცია Super Bowl-ის ინციდენტის შემდეგ დაზიანდა. ჯექსონმა შოუზე ჯასტინ ტიმბერლეიკი მოიწვია, რომელმაც შესრულების შემდეგ კოსტიუმის ზედა მარჯვენა ნაწილი ჩამოახია და მომღერალს ცალი მკერდი გამოუჩნდა. ჯასტინ ტიმერლეიკისთვის ბოდიშის მოხდა არავის უთხოვია, ჯენეტ ჯექსონი კი რამდენიმე დიდმა მედიასაშუალებამ დაბლოკა, ქმედების გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ჯასტინ ტიმბერლეიკმა კი ბრიტნი სპირსს და ჯექსონს წელს მოუბოდიშა, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია.
3. ბრიტნი სპირსი
პოპის პრინცესას კარიერა ნარკოტიკებმა, მისი რეპუტაციის შელახვამ, სექსუალობაზე და პირად ცხოვრებაზე გავრცელებულმა ჭორებმა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიწირა. მედიის ტოქსიკური ქმედებები უმთავრესი მიზეზი იყო, რის გამოც მომღერლის ცხოვრება და კარიერა დაზიანდა. ბრიტნი სპირსმა ერთ დროს არსებული შემდგარი კარიერის აღდგენა დღემდე ვერ შეძლო, ამას ემატება მისი ქონებისა და გადაწყვეტილებების განკარგვისთვის დანიშნული მეურვე, რომლისგან თავის დაღწევასაც მომღერალი უშედეგოდ ცდილობს.
4. ჯეინ ფონდა
2 ოსკარის მფლობელი მსახიობი სამოქალაქო აქტივიზმში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი პლატფორმის გამოყენებას არ ერიდებოდა, რათა ძალმომრეობა დაეგმო. იგი ვიეტნამის ომს და ამერიკის ქმედებებს აპროტესტებდა და ვიეტნამშიც კი იყო ჩასული, რათა სამშვიდობო მოძრაობისთვის მხარი დაეჭირა. მსახიობის მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ აქტივობებს ხალხი უარყოფითად აფასებდა და მისი კარიერაც საფრთხეში აღმოჩნდა, თუმცა ფონდამ ბრწყინვალე ფილმოგრაფიის შექმნა მაინც შეძლო. მსახიობს დაუღალავი სამოქალაქო აქტივიზმისთვის და შესანიშნავი კარიერისთვის წლევანდელ ოქროს გლობუსზე სპეციალური ჯილდოც კი გადასცეს.
5. ტეილორ სვიფტი
ტეილორ სვიფტის კარიერას 2016 წელს შეექმნა საფრთხე. კანიე ვესტთან დაპირისპირებამ ფანების დიდი ნაწილი განარისხა და მომღერალი სიძულვილის დიდი ტალღის მსხვერპლი გახდა. კანიე ვესტის სიმღერის მიხედვით, ტეილორ სვიფტის წარმატება ვესტის დამსახურებაა, რაც ქანთრი შემსრულებლის კარიერას ჩრდილს აყენებს და მისი თავდაუზოგავი შრომის მიტაცება გამოდის, თუმცა აგრესიის მსხვერპლი მაინც ტეილორი იყო. მომღერალმა კარიერის შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება მაინც შეძლო, რეპერის ქმედებებს კი 2017 წელს გამოსული ალბომის საშუალებით გასცა პასუხი.
6. კეტი გრიფინი
ამერიკელი კომიკოსის, კეტი გრიფინის იმიჯი დონალდ ტრამპთან დაკავშირებულმა სკანდალმა დააზიანა. გრიფინმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც პრეზიდენტის მოკვეთილი თავი უკავია. გამოხატვის ფორმა უხეშია და კომიკოსს ბოდიშის მოხდაც სამართლიანად მოუწია, თუმცა კომიკოსის მხრიდან სათქმელის ამგვარად გამოხატვა მისი კარიერის დასრულების, ჰოლივუდის მიერ მისი დაბლოკვის და სასიკვდილო მუქარების ღირსი მაინც არ იყო.
7. ტომ ჰიდლსტონი
ტომ ჰილდსტონის მიერ 2017 წლის ოქროს გლობუსზე წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილებას იხსენებს მართლაც უხერხული სანახავია და მესამე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების არასწორი კუთხით წამოწევაც გაუმართლებელი, თუმცა მის მიმართ არსებული აგრესია — სრულიად არაპროპორციული. მსახიობს თეთრკანიანი "მხსნელის" იარლიყი მიაწებეს, რომელიც საკუთარი ქმედებებით იწონებს თავს. შეიძლება ეს ასეა, თუმცა მისი ქმედებები დესტრუქციისკენ მიმართული სულაც არ არის და არც სიძულვილის ტალღაა მისასალმებელი.
8. კორი ფელდმანი
კორი ფელდმანი ამერიკელი მსახიობია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ჰოლივუდში არსებულ პედოფილიაზე და ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევებზე დაიწყო საუბარი. მან პირადი გამოცდილება საჯაროდ გააჟღერა და ინდუსტრიაში არსებულ ბოროტებას დაუპირისპირდა, თუმცა შედეგი მხარდაჭერა არ ყოფილა. მას ინდუსტრიის დაქცევაშიც კი დასდეს ბრალი და იმის გამო, რომ თანმაშრომლობას თავს არიდებდნენ მისი კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
კომენტარები