ხშირად გექნებათ მოსმენილი მითი იმის შესახებ, რომ მაკბუქებს ვირუსები არ ეხება და მათ იდეალური დაცვა აქვს — ეს ასე არ არის.

უსაფრთოების კომპანიის, Red Canary-ს მკვლევრებმა, მსოფლიოს მასშტაბით, 30 000 მაკბუქში უცხო ვირუსი აღმოაჩინეს.

ვირუსი, რომელსაც კომპანია "ვერცხლისფერ ბეღურას" უწოდებს ჩვეულებრივ Adware (ეს უკანასკნელნი მომხმარებლებს გაუთავებლად სთავაზობენ რეკლამებს) ვირუსებს არ ჰგავს.

Silver Sparrow, ვირუსი, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, კონკრეტულად ეფლის ახალ მაკბუქებზე გამოჩნდა, რომელიც M1 პროცესორზე მუშაობს. Ars Technica-ს თქმით, ეს მეორე ვირუსია, რომელიც ახალ მაკებზე შენიშნეს.

მკვლევრების ინფორმაციით, ვირუსის სტრუქტურა ჯერ შეუსწავლელია და უცნობია რას ემსახურება ის. ასევე, დიდია შანსი იმისა, რომ იგი 30 000 მოწყობილობას გასცდეს და გლობალური მასშტაბით დააზიანოს მაკბუქები.

17 თებერვლის მონაცემებით, ვირუსი 153 ქვეყანაში შენიშნეს. ხოლო ყველაზე მაღალი კონცენტრაციით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთსა და გერმანიაშია აღმოჩენილი.