ჯორჯ მარტინი ახალ საი-ფაი სერიალზე იწყებს მუშაობას, რომელსაც HBO გადაიღებს
საკულტო ფენტეზი ნაწარმოების, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის, შემქმნელ ჯორჯ მარტინს ახალი საქმე გამოუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თავისი წიგნების სერიაც არ დაუსრულებია, ამერიკელი მწერალი ამჯერად სამეცნიერო ფენტეზის ჟანრის სერიალზე იმუშავებს HBO-სთვის.
მარტინი, სცენარისტ კალინდა ვასკესთან ერთად, როჯერ ზელაზნის 1979 წელს გამოცემული რომანის, Roadmarks, ადაპტაციაზე იმუშავებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანტასტი მწერლის ეს წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ნაზავია და იდუმალებით მოცული ავტომაგისტრალის შესახებაა, რომელიც დრაკონებმა შექმნეს. გზატკეცილზე მოხვედრილ ადამიანებს დროში მოგზაურობა, წარსულში დაბრუნება ან მომავლის შეცვლა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ მარტინი და ზელაზნი ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე მეგობრობდნენ. სატახტოთა თამაშის შემქმნელს არაერთხელ აღუნიშნავს ზელაზნის შემოქმედების დიდებულება.
"როჯერი ჩემი მეგობარი, მენტორი და სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი იყო", — ამბობს მარტინი, — "მისი რომანის სატელევიზიო ადაპტაციაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ამიტომ, განსაკუთრებულად აღტაცებული ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. გვაქვს შესანიშნავი წიგნი და გვყავს შესანიშნავი სცენარისტი, კალინდა ვასკესის სახით. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ეს დიდი და ამაღელვებელი მოგზაურობა".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ერთადერთი პროექტი არაა, რომელზეც მარტინი მუშაობს. იგი განაგრძობს ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მეექვსე წიგნის წერას. ცოტა ხნის წინ, მან ბლოგზე აღნიშნა, რომ შარშან ზამთრის ქარების ასობით გვერდი დაწერა. ამასთან, მწერალი მუშაობს წიგნების სერიის პრიკველზე — House of the Dragon — და, ასევე, სატახტოთა თამაშის ანიმაციაზეც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები