10 საინტერესო ფაქტი Avatar: The Last Airbender-ის შესახებ
ამერიკული ტელეკომპანია Nickelodeon-ის მიერ 2005 წელს პირველად გამოშვებულმა ანიმაციურმა შოუმ Avatar: The Last Airbender, რომელსაც ქართული მაყურებელი ავატარი: ლეგენდა აანგზე სახელწოდებით იცნობს, მოახერხა, რომ სერიალების ეპოქაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, პოპულარული და საინტერესო სანახაობა იყოს მილიონობით მაყურებლისთვის.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სერიალის თითოეულ ეპიზოდს ტელევიზორების წინ ველოდებოდით, ამ ზღაპრულმა ისტორიამ მრავალი ქართველი გულშემატკივარი შეიძინა. მას შემდეგ გამოვიდა სიქველი The Legend of Korra (კორას ლეგენდა), შექმნეს ვიდეოთამაშები, გადაიღეს ფილმი (რომელიც ერთგულმა ფანებმა მაშინვე დაივიწყეს) და ნეტფლიქსი მალე ახალ სერიალსაც გამოუშვებს.
საოცარი სამყარო, შთამბეჭდავი სიუჟეტი და დასამახსოვრებელი პერსონაჟებია მარტივი მიზეზები იმისა, რითიც ამ შოუმ უამრავი მაყურებელი მოხიბლა, თუმცა კიდევ მრავალი წვრილმანია, რომლის შესახებაც, შესაძლოა, ყველაზე გულმხურვალე ფანებმაც კი დღემდე არ იცოდნენ და ახლა სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.
1. ზუკოს პერსონაჟი თავდაპირველ სცენარში არ იყო
მიუხედავად იმისა, რომ ზუკო როგორც დაუნდობელი, უგულო და სასტიკი ანტიგმირი, ისე ეცნობა თავიდან მაყურებელს, თავისი ტრანსფორმაციით ყველას გული მაინც დაიპყრო. წარმოგიდგენიათ, რომ ის საერთოდ ვერ გვეხილა? არადა ეს შესაძლებელი იყო: თავდაპირველად შოუს შემოქმედებს სამივე სეზონში მთავარ ბოროტმოქმედად ცეცხლის მბრძანებელი ოზაი წარმოედგინათ, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ამ გმირის განვითარებას სათანადოდ ვერ მოახერხებდნენ და მხოლოდ ამიტომ დაფიქრდნენ ზუკოს ისტორიაში ჩართვაზე.
2. ტოფი დაკუნთული გიგანტი ბიჭი უნდა ყოფილიყო
ამ ანიმაციური სამყაროს შთამბეჭდავ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ტოფია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტანად პატარაა, უმწეო ჩანს და უსინათლოა, თავისი შესაძლებლობებით ტოლს ყველაზე ძლიერებსაც კი არ უდებს. თუმცა თავიდან სულ სხვაგვარად — ჰალკივით დაკუნთულ ბიჭად წარმოედგინათ, რომელსაც კატარა უნდა შეჰყვარებოდა. კიდევ კარგი, საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალეს და ისეთი ტოფი გაგვაცნეს, რომელიც დღემდე ასე კარგად გვახსოვს.
3. ლაოგაის ტბის ისტორია ნამდვილ ამბავს ეფუძნება
მეორე სეზონის ბოლოს ვიხილეთ ეპიზოდი, სახელწოდებით ლაოგაის ტბა, რომელიც საიდუმლო ლაბორატორიაზე მოგვითხრობს, სადაც ჰიპნოზის საშუალებით ადამიანებს იდეოლოგიურად ამუშავებენ და გონებას ურეცხავენ. რამდენადაც ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდია, იმდენადვე შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ რეალურ სამყაროშიც ხდებოდა მსგავსი რამ: გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჩინეთში უამრავი ასეთი ბანაკი არსებობდა, სადაც ძირითადად პოლიტიკურ პატიმრებს გზავნიდნენ. ამ ბანაკებსაც სწორედ ლაოგაი ეწოდებოდა.
4. ბიძია აირო ორმა სხვადასხვა ადამიანმა გაახმოვანა
ვისაც ინგლისურ ენაზე უნახავს ლეგენდა აანგზე, კარგად იცის, თუ როგორ ზუსტად შეეფერება ბიძია აიროს ხმა თავის პერსონაჟს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ რეალურად მას ორი სხვადასხვა ადამიანი ახმოვანებს: თავიდან ეს პასუხისმგებლობა მაკო ივამაცუს დაეკისრა, რომელიც სამწუხაროდ, სიმსივნის დიაგნოზით მოულოდნელად გარდაიცვალა და მესამე სეზონში ის უკვე გრეგ ბოლდუინმა ჩაანაცვლა.
5. ავატარის გამო შოუს ერთ-ერთმა შემოქმედმა ცნობილ ანიმაცია Family Guy-ზე მუშაობა შეწყვიტა
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ისეთ ორ ძალიან პოპულარულ შოუს, როგორებიცაა Family Guy და ლეგენდა აანგზე? პასუხი ასეთია: სხვადასხვა დროს მათ შექმნაზე მაიკლ დიმარტინო მუშაობდა. მეტიც — ის ჯერ წლების განმავლობაში Family Guy-ის არაერთი ეპიზოდის სცენარსა და გადაღებას ხელმძღვანელობდა, თუმცა ავატარზე მუშაობის დაწყების გამო ამ საქმეს მიანება თავი და მთლიანად სტიქიების მართვით ცნობილ სამყაროში გადაეშვა.
6. სიუჟეტი მომავალში უნდა განვითარებულიყო
როცა 2001 წელს ბრაიან კონიეცკოს პირველად მოუვიდა ამ სამყაროს შექმნის იდეა, მაიკლ დიმარტინოსთან ერთად სიუჟეტის განვითარებას მომავლის სამყაროში გეგმავდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტეს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტების ჩართვაზე უარი ეთქვათ და უფრო მეტად წარსულის ატმოსფერო შეექმნათ.
7. კომბოსტოების ვაჭრის ლეგენდა
ეს ანიმაციური სერიალი არა მხოლოდ მთავარი გმირების შთამბეჭდავ სახეებს ხატავს, არამედ სრულიად უმნიშვნელო პერსონაჟების ისტორიებითაც გვამახსოვრებს თავს. მათ შორისაა კომბოსტოების ვაჭარი, რომლის სასოწარკვეთილი ფრაზა: "ჩემი კომბოსტოები!" ბევრმა კარგად იცის. თავიდან მისი გამოჩენა მხოლოდ ერთჯერადი ხუმრობა იყო, თუმცა სცენარის ავტორებმა მისი უიღბლო ამბავი კიდევ რამდენჯერმე გვაჩვენეს და საბოლოოდ, კორას ლეგენდაში ბედნიერი დასასრულიც არგუნეს: მან კომბოსტოების კორპორაცია შექმნა და წარმატებული გახდა.
8. მომო რობოტი უნდა ყოფილიყო
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამ ანიმაციური სერიალის მოქმედება მომავალში უნდა განვითარებულიყო, რაც, ცხადია, ბევრ რამეს შეცვლიდა. მათ შორის ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ვიზუალსაც. მაგალითად, მომო — ნახევრად ღამურა და ნახევრად ლემური არსება, რომელიც ყველას უზომოდ უყვარს, მაიმუნი-რობოტი უნდა ყოფილიყო, რომელსაც მომო-3 ერქმეოდა.
9. ზუკო და კატარა ლამის ერთად დარჩნენ
ალბათ, ამ ორს შორის გარკვეულ ნაპერწკლებს ყველა გრძნობდა, მათ შორის, შოუს შემოქმედებიც: მათი დაძაბული ურთიერთობა ნამდვილ სიყვარულში უნდა გადაზრდილიყო, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი მაინც სხვაგვარად წარმართეს და ცეცხლის ნაპერწკლები წყლის წვეთებმა ჩააქრო.
10. ბიძია აიროს ზუკოსთვის უნდა ეღალატა
აირო, ალბათ, უკლებლივ ყველა მაყურებლის საყვარელი პერსონაჟია, თუმცა სცენარისტებმა კინაღამ ყველაფერი გააფუჭეს: თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ აირო ორმაგი აგენტი იქნებოდა, რომელიც ზუკოს ფინალში უღალატებდა. თუმცა, საბედნიეროდ, სერიალის შემქმნელები მიხვდნენ, რომ ამ საოცრად ბრძენი, ერთგული, კეთილი და მზრუნველი გმირის ასეთი განვითარება უპატიებელი შეცდომა იქნებოდა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები