ბოლო ათწლეულების მანძილზე თამაშის ინდუსტრიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. თანამედროვე სამყაროში ეს ცვლილებები დარჩა და ისე განვითარდა, რომ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებიც გააერთიანა.

ბევრი ვარაუდობს, რომ 2021 წელს ამ უზარმაზარი ინდუსტრიის კონკრეტული ასპექტები შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს. მიზეზი კი მომხმარებლების ჩვევების ცვლილება და ტექნოლოგიური პროგრესია. აი ის 5 ძირითადი ტრენდი, რომელსაც მომავალში უფრო და უფრო დიდი დოზით ვიხილავთ.

1. უფრო რეალისტური თამაშები

ფოტო: Shutterstock

ვიდეოთამაშების ინდუსტრია უკვე რამდენიმე წელია, რაც ახალ ტექნოლოგიებს მომხმარებლების გამოცდილების გასამდიდრებლად იყენებს. თუმცა კაზინოს ინდუსტრიაში ვირტუალურმა რეალობამ სულ ახლახან მოიკიდა ფეხი. ვირტუალური და გაფართოებული რეალობა ონლაინ ბეთინგს უფრო რეალისტურს ხდის, რაც მოთამაშის გამოცდილებას სრულიად ცვლის. Net Entertainment-მა, რომელიც ამ სფეროში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, ცოტა ხნის წინ საკუთარი პოპულარული თამაშის, Jack and the Beanstalk-ის VR დემო წარადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ ნელ-ნელა მათი ყველა თამაში ვირტუალურ რეალობაში გადაინაცვლებს.

2. კრიპტოვალუტები აღზევების ზღვარზე

ფოტო: Shutterstoc

კრიპტოვალუტების გამოყენება გემბლინგ ინდუსტრიაში ძალიან სწრაფად იზრდება. ამ წელს კიდევ უფრო მეტი ონლაინ პლატფორმა იქნება თანახმა, რომ კრიპტოვალუტა დაუშვას. მომხმარებლებს კრიპტოვალუტების გამოყენება დაცულობისა და ანონიმურად დარჩენის საშუალებას აძლევს, რაც საკმაოდ მომხიბვლელი შეთავაზებაა. ცხადია, ტრადიციული გადახდების ფუნქცია კვლავაც იარსებებს, მაგრამ სავარაუდოა, რომ სფეროს სენსიტიურობის გამო კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, ბლოკჩეინი იდენტობის მოპარვასა (Identity Theft) და ფიშინგს წარმოუდგენლად ართულებს, ასე რომ, გემბლინგი და კრიპტოვალუტები, წესით, იდეალური კომბინაციაა.

3. მეტი დინამიკურობა

ფოტო: აჭარაბეთი

გემბლინგის სფეროზე დიდ გავლენას ახდენს ის ტრენდები, რომლებიც ვიდეოთამაშებსა და მობილურ თამაშებში არსებობს. მოწყენისთვის დრო არავის აქვს და ონლაინ თამაშებმა არა მხოლოდ ერთმანეთს უნდა გაუწიონ კონკურენცია, არამედ სერიალებსაც და სხვა აპლიკაციებსაც.

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აჭარაბეთმა განახლებული, დინამიკური პოკერი წარადგინა. განახლებული პოკერი მობილურზე სრულადაა მორგებული, რაც პოკერის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ადგილიდან ითამაშონ, მათ შორის მაშინაც, როცა სადმე მიემგზავრებიან. შესაძლებელია ასევე რამდენიმე მაგიდაზე ერთდროულად თამაში. მთავარი ცვლილებები ასეთია: ბაუნთი ტურნირები, საყოველთაო რეიქბექი და განახლებული ინტერფეისი.

სიახლეა 6+ ჰოლდემიც, რომელიც პოკერის ერთ-ერთი ახალი ტრენდია: ეს ტეხასური ჰოლდემის მოდიფიკაციაა, რომელიც სასწავლად საკმაოდ მარტივია. მას ტეხასური ჰოლდემის მსგავსად თამაშობენ, უბრალოდ — არასრული დასტით. ყველა ბანქო, რომელიც 6-ზე ნაკლებია, ამოღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებს მეტი შანსი აქვთ, კარგი კომბინაცია შეკრან და თამაშიც უფრო ქმედებაზე ორიენტირებული ხდება.

4. დიზაინის კონტროლის სადავეები მომხმარებლის ხელში

ფოტო: აჭარაბეთი

თამაში ვიზუალურადაც კომფორტული უნდა იყოს და რაც უფრო მეტი რამის მორგება შეგიძლია შენს თავზე, მით უკეთესი. აჭარაბეთის ახალ პოკერში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 3D პოკერი, მოახდინოს ინტერფეისის პერსონალიზაცია, ითამაშოს მისთვის სასურველი დიზაინი სმქონე მაგიდაზე და დააყენოს სასურველი ავატარი.

5. პასუხისმგებლიან თამაშს ალტერნატივა არ აქვს

ფოტო: აჭარაბეთი

პასუხისმგებლიანი თამაში ნიშნავს თამაშს, რომელიც მოთამაშეს არ აზიანებს. ონლაინ ბეთინგი უამრავი ადამიანისთვის დროის გასაყვანი საშუალებაა, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ გართობა პრობლემად იქცეს. პასუხისმგებლიანი თამაში, რომელიც საკუთარი თავისთვის საზღვრების დაწესებასა და დაცვას გულისხმობს, დამოკიდებულების საფრთხეებს ამცირებს, თუმცა ამისთვის მხოლოდ მოთამაშეების მონდომება არ კმარა.

martetamashi.ge, რომელიც აჭარაბეთის მიერ შექმნილი პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა, მოთამაშეებისთვის საჭირო რესურსებს აერთიანებს. აქ მოთავსებულია ინსტრუმენტები, რომლითაც შეგიძლია გაიგო, მხოლოდ გართობისთვის თამაშობ თუ არა, პრობლემურია თუ არა ის თანხა, რომელსაც ხარჯავ და ასე შემდეგ.

აჭარაბეთი მუდმივად იმყოფებოდა მსოფლიოს საუკეთესო პოკერის საიტების ტოპ ათეულში. რამაც საფუძველი ჩაუყარა WSOP-ის და აჭარაბეთის პარტნიორობას, რის შედეგადაც აჭარაბეთი რეგიონში პოკერის ცენტრი გახდა. განახლებული დინამიკური პოკერი, რომელიც სმარტფონებზე საუკეთესოდაა მორგებული, უკვე ხელმისაწვდომია.