საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების დამფუძნებელსა და ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა ისევ გადაუხადა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. მე ადრე, ერთი წლის წინ ამ ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება, რომ, მაშინ, როცა ვიყავი პრემიერმინისტრი სათანადო დრო ვერ დავუთმე ჯარის განვითარებას და ზოგადად ეს სისტემა ვერ შევიგრძენი ისე, როგორც საჭირო იყო. მე მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ჩვენი ხელმძღვანელის, ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მემსახურა და მემსახურა ჩვენი საამაყო ჯარისთვის", — განაცხადა ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე.

დღეს პარლამენტი ახალ პრემირმინისტრსა და მთავრობის კაბინეტს ამტკიცებს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და მთავრობის მეთაურის დამტკიცება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.