რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ 10 000 კვების ობიექტიდან დღეს მხოლოდ 700-მდე მუშაობს, რაც სავალალოა.

"ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, რომ ვერ წარმოიდგენთ. მე მინდა ციფრები გითხრათ. 250 000 ადამიანი დღეს არის უმუშევარი. 8% ეკონომიკის იყო ამ სფეროდან. 3 მილიარდ-ნახევარი დოლარის ბრუნვა იყო წელიწადში და წარმოიდგინეთ 10 000 კვების ობიექტიდან დღეს მხოლოდ 700-მდე მუშაობს. ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? ეს თუ არ ამუშავდა, წარმოუდგენელი იქნება, ქვეყნის განვითარებაზე არ არის საუბარი, როდესაც -7% არის ეკონომიკა, აქ არის საუბარი ხალხის გადარჩენაზე", — ამბობს ბურჯანაძე.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე კვების ობიექტები მუშაობენ მხოლოდ გარე სივრცეებში, შაბათ-კვირის გარდა, საღამოს 9 საათამდე.