HBO-ს საკულტო სერიალის Westworld-ის მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა გუშინ LGBT Gala-ზე საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა.

ოქროს გლობუსისა და მსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტმა მსახიობმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის ბისექსუალია.

"ვფიქრობ რომ ქალები ისეთივე მიმზიდველები არიან, როგორც კაცები.
მე დავიბადე და გავიზარდე სამხრეთ კაროლინაში, ამიტომ წლების განმავლობაში ჩუმად ყოფნა მიწევდა, რათა თავი გადამერჩინა, მაგრამ როგორ ვიქნებოდი ის ვინც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი, თუ საკუთარ გრძნობებში ვერ გავერკვეოდი? ამიტომ ხმის ამოღების დროც დადგა. არასდროს უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა!" - თქვა მსახიობმა.

ვუდი ორი წელი იყო დაქორწინებული მსახიობ ჯემი ბელზე, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს, 30 იანვარს კი ოფიციალურად დაადასტურა რომ ის ზაკ ვილაზე დაინიშნა.