ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ამ დროისათვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ხუდადოვის პირველ ნომერში მდებარე კორპუსის სახურავს გაუჩნდა ცეცხლი. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდიარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, 2 ადამიანი მსუბუქი დაშავდა", — განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, დგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.