ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ კონსტიტუციის 100 წლის იუბილის დღეს ორი ძირითადი გზავნი აქვს — ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება და დეესკალაცია. ელჩმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აიღოს.

"ორი ძირითადი გზავნილი მაქვს ამ დღეს. ეს არის არის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება", — განაცხადა ჰარცელმა.

მან, აგრეთვე, თქვა, რომ ის თავის მხრივ, მუშაობს კოლეგებთან, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაანხლებას ხელი შეუწყოს.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას თვეებია ითხოვს.

ამას თან დაერთო ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდება.

მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.