კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქტივისტების თქმით, დაკავებულია სამი ადამიანი.

აქტივისტები სამართალდამცავებს კონსტიტუციის იმ მუხლს უკითხავენ, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველჰყოფს

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

"სიმბოლურად ვაპირებდით კარვების გაშლას. საქართველოს კონსტიტუციით შეგვიძლია, თუ არ ვახდენთ გზის ან შენობის ბლოკირებას, შეგვიძლია ამის გაკეთევა, მაგრამ კიდევ ერთხელ იყო უკანონო პოლიტიკური ბრძანება, რომლის შემსრულებლად იქცნენ ეს პოლიციელები. ღარიბაშვილის შემდეგ, ბოლო 3 დღეა ყოველგვარ ზღვარს სცდება პოლიციის ქმედება", — აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი On.ge-სთან.

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულებზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ავრცელებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.