ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 89-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციების წარმდგენთა პირველი ნაწილის გამოცხადების შემდეგ მეორე ნაწილიც წარადგინა.

ლეონარდო დიკაპრიოს, ბრი ლარსონის, ალისია ვიკანდერისა და მარკ რაილენსის გარდა დოლბის თეატრის სცენიდან გამარჯვებულებს - ჰოლი ბერი, ჯეიმი დორნენი, კრის ევანსი, გაელ გარსია ბერნალი, სამუელ ელ ჯექსონი, დაკოტა ჯონსონი, ქეით მაკკინონი, შირლი მაკლეინი, ჰეიმი სტენფორდი და სკარლეტ იოჰანსონი გამოაცხადებენ.

ოსკარი 26 თებერვალს, ღამის ორ საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერს ტელეკომპანია GDS შემოგვთავაზებს. წლევანდელი შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.