პარლამენტის წევრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის სურვილი მუდმივად იჩანეს თავს. კობახიძის თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვის ცდუნება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის მის სტაბილურობას, რაც მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს.

"საქართველოს მოქმედი დემოკრატიული კონსტიტუციის სტაბილურობის უზრუნველჰყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია. უამრავ იურისტთა თუ არარიუსტს აქვს სურვილი შეეხოს კონსტიტუციას და მონაწილეობა მიიღოს მისი თუნდაც ერთი ნორმის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, პოლიტიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ მუდმივად იჩანეს თავს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის სურვილი. კონსტიტუციის გადასინჯვის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვან რისკებს უქმნის მის სტაბილურობას, რაც მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს", — განაცხადა კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე, ქვეყანას უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია აქვს.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტიციის მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანოს.

100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

გაიგეთ მეტი: