ცხოველებს ბევრი უცნაური და თავისებური ქცევა ახასიათებთ. მათი ქმედებები, ცხადია, ადამიანისგან განსხვავდება, თუმცა სიყვარულის დროს მათი ქცევის ხასიათმა, შესაძლოა, ადამიანებიც მოგვაგონოს.

დაწყვილება ფაუნის წარმომადგენლების ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ისინი ამისთვის საგანგებოდ ემზადებიან — შეიძლება ითქვას, იპრანჭებიან კიდეც. საბედნიეროდ, გაპრანჭვის გზები და პარტნიორის არჩევის მეთოდებიც ადამიანისგან განსხვავებული აქვთ, თუმცა, რა მოხდებოდა, ადამიანებიც მათსავით ვწყვილდებოდეთ? ამაზე დაფიქრდა მხატვარი ბენ ჰედი და, მოგვიანებით, კომიქსები შექმნა.

1. ჩიტები

ცნობისთვის: ბევრი ჩიტი, მაგალითად, თოლია, პოტენციური პარტნიორის ყურადღების მისაქცევად ორიგინალურ ცეკვას იწყებს.

ფოტო: Comic Canoe

2. გალაპაგოსის გიგანტური კუები

ცნობისთვის: მდედრი კუები პარტნიორად იმას ირჩევენ, რომელიც კისერს ყველაზე მეტად დაიგრძელებს.

3. ობობა შავი ქვრივი

ცნობისთვის: შავი ქვრივი, რეალურად, თავადვე იქვრივებს თავს. როცა მდედრს ტანით მასზე ბევრად მომცრო მამრი უახლოვდება, საქმე შეიძლება ორგვარად წარიმართოს: მდედრი ან დასთანხმდება დაწყვილებაზე, ან... შეჭამს.

ფოტო: Comic Canoe

4. პინგვინები

ცნობისთვის: პინგვინების ბევრ სახეობაში მამრი პინგვინი პოტენციურ პარტნიორს ამაყად წარუდგენს კენჭს. თუკი სიყვარულის ობიექტი კენჭს მიიღებს, ისინი წყვილდებიან.

ფოტო: Comic Canoe

ფოტო: Comic Canoe

5. ზარმაცა

ცნობისთვის: ზარმაცას პარტნიორის მოძებნაც ძალიან ეზარება. იგი, უბრალოდ, ხეზე ადის და მანამდე ჩხავის, სანამ მეწყვილე არ იპოვის (ან ხმა არ ჩაუწყდება).

ფოტო: Comic Canoe