რუსთაველის გამზირზე კვლავ ხმაურია, პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან პარტია ლელოს ლიდერებიც, მათ შორის საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძე. რუსთაველზე მორიგი დაპირისპირების მიზეზი ქუჩაზე წარწერის გაკეთების მცდელობა გახდა.

შეკრებილები ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები აქტივისტებს ძალის გამოყენებით აკავებს.

შსს-ს ბოლო ინფორმაციით, აქციაზე 20 ადამიანი იყო დაკავებული, თუმცა მათი რაოდენობა იზრდება.